ხშირად დასმული კითხვები.

პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ჩვენი სერვისების, მუშაობის პროცესისა და ვებ-პროექტების შესახებ.

პროცესი და ბიუჯეტი

ვებსაიტის ღირებულება დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე, დიზაინის სირთულეზე, ფუნქციონალზე, ადმინისტრაციული სისტემის მოთხოვნებსა და საჭირო ინტეგრაციებზე. ფასი მხოლოდ გვერდების რაოდენობით არ განისაზღვრება — მასზე გავლენას ახდენს ასევე ბიზნესლოგიკა, მონაცემთა ბაზა და სხვა ტექნიკური მოთხოვნები, ამიტომ მარტივი საინფორმაციო ვებსაიტი და ინდივიდუალურად შექმნილი ვებ-პლატფორმა მნიშვნელოვნად განსხვავებული პროექტებია. მოთხოვნების გაცნობის შემდეგ ვამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას. იხილეთ სტატია

პროექტის განხორციელების ვადა დამოკიდებულია მის მოცულობასა და სირთულეზე. სამუშაოების დაწყებამდე განვსაზღვრავთ პროექტის ეტაპებს, სამუშაოების მოცულობასა და შეთანხმებულ ვადას.

ვიწყებთ ბრიფინგით, სადაც განვიხილავთ თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. ამის საფუძველზე იწერება პროექტის ტექნიკური დავალება, რომლის შემკვეთთან საბოლოო დაზუსტების შემდეგ იწყება თავად პროექტზე მუშაობა: UI/UX დიზაინი, დეველოპმენტი, ტესტირება და, ბოლოს, საიტის გაშვება.

რთული პროექტის ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ტექნიკურ დეტალზე, რომელიც საწყის ეტაპზე შეიძლება სრულად არ იყოს განსაზღვრული. მაგალითად, მომხმარებლის როლებზე, ბიზნესლოგიკაზე, ინტეგრაციებსა და მონაცემთა სტრუქტურაზე. ამიტომ ზუსტი ღირებულების განსაზღვრამდე საჭიროა მოთხოვნების დეტალური განხილვა.

დიზაინი და ფუნქციონალი

დიახ. ვქმნით ინდივიდუალურ UI/UX და ვებ დიზაინს, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის მიზნებს, ბრენდსა და მომხმარებლის გამოცდილებას.
დიახ. შეგვიძლია არსებული ვებსაიტის როგორც ვიზუალური რედიზაინი, ისე მისი ტექნიკური გაუმჯობესება, ოპტიმიზაცია და ახალი ფუნქციონალის დამატება.
დიახ. ვქმნით როგორც კორპორაციულ ვებსაიტებსა და ონლაინ მაღაზიებს, ასევე ინდივიდუალური ფუნქციონალის მქონე ვებ-აპლიკაციებსა და პლატფორმებს.
დიახ. პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ონლაინ გადახდების, API-ების, CRM/ERP სისტემების და სხვა მესამე მხარის პლატფორმებთან ინტეგრაცია.
დიახ. შესაძლებელია მრავალენოვანი ვებსაიტის შექმნა და თითოეული ენისთვის შესაბამისი გვერდების, კონტენტისა და SEO პარამეტრების მართვა.

ტექნიკური საკითხები

დიახ. არსებული ვებსაიტის ან სისტემის განახლებისას შესაძლებელია მონაცემთა მიგრაცია - გვერდების, სტატიების, პროდუქტების, მომხმარებლების ბაზისა და სხვა ინფორმაციის უსაფრთხოდ გადატანა. პროცესის სირთულე დამოკიდებულია არსებული სისტემის მონაცემთა სტრუქტურაზე.
პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის Laravel, PHP, Livewire, Tailwind CSS, JavaScript და MySQL.

დიახ. ჩვენ  ვქმნით პროექტზე მორგებულ  ადმინისტრაციულ პანელს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვებსაიტის შინაარსისა და მონაცემების მარტივად მართვა.  მართვის სისტემა იგეგმება თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს მომხმარებელთა სხვადასხვა როლებსა და წვდომის უფლებებს.

დიახ. ყველა ვებსაიტი იგეგმება სხვადასხვა ეკრანის ზომისთვის და სრულად ადაპტირდება კომპიუტერებზე, ტაბლეტებსა და მობილურ მოწყობილობებზე.
ვებსაიტის შექმნისას ყურადღებას ვაქცევთ ჩატვირთვის სიჩქარესა და საერთო წარმადობას. ვახორციელებთ კოდის, სურათებისა და სხვა რესურსების ოპტიმიზაციას, რათა ვებსაიტი სწრაფად და ეფექტურად მუშაობდეს. საბოლოო შედეგზე გავლენას ახდენს ასევე ჰოსტინგი, კონტენტის მოცულობა და პროექტის ფუნქციონალი.
დეველოპმენტის პროცესში ვითვალისწინებთ ვებ-უსაფრთხოების ძირითად პრაქტიკებს, მათ შორის მომხმარებლებისა და ადმინისტრატორების წვდომების მართვას, მონაცემების უსაფრთხო დამუშავებას, ფორმების დაცვასა და სისტემის უსაფრთხო კონფიგურაციას. უსაფრთხოების კონკრეტული ზომები განისაზღვრება პროექტის არქიტექტურისა და მოთხოვნების მიხედვით.

SEO და ხილვადობა

დიახ. ვახორციელებთ ტექნიკურ SEO ოპტიმიზაციას და ვებსაიტს ვამზადებთ საძიებო სისტემებისთვის უკეთესი ხილვადობის მისაღწევად. ვითვალისწინებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საიტის სტრუქტურა, მეტა მონაცემები, სიჩქარე, მობილური ადაპტაცია და საძიებო სისტემებისთვის ტექნიკური გამართულობა. გარდა ამისა, გთავაზობთ GEO/AEO ოპტიმიზაციასაც — ანუ ვებსაიტისა და კონტენტის მომზადებას თანამედროვე AI ასისტენტებისთვის, როგორიცაა ChatGPT, Perplexity, Gemini და სხვა. იხილეთ მეტი

არა. Google-ის კონკრეტულ პოზიციაზე გარანტიის მიცემა შეუძლებელია, რადგან საძიებო შედეგებზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს და ალგორითმები მუდმივად იცვლება. ჩვენ ვახორციელებთ ტექნიკურ SEO ოპტიმიზაციას და ვქმნით ვებსაიტს, რომელსაც აქვს ორგანული ხილვადობის ზრდისთვის კარგი ტექნიკური საფუძველი.

მხარდაჭერა და ტექნიკური მომსახურება

დიახ. პროექტის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გთავაზობთ უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას (ვადა დამოკიდებულია პროექტზე, როგორც წესი 3–6 თვე). ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია მომსახურების გაგრძელება ცალკე შეთანხმებით: განახლებები, ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის დამატება და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებული ტექნიკური ცვლილებები.

ვებსაიტს ყოველთვის ვტვირთავთ დამკვეთის სახელზე/ანგარიშზე არსებულ ჰოსტინგზე და საკუთარ ინფრასტრუქტურაზე არასდროს ვახორციელებთ განთავსებას. საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებით შესაბამისი ჰოსტინგის შერჩევასა და ტექნიკურ გამართვაში. დომენისა და ჰოსტინგის მართვის წვდომა სრულად დამკვეთს ეკუთვნის.
პროექტის ჩაბარების შემდეგ მოქმედებს შეთანხმებული საგარანტიო პირობები, რომლის ფარგლებში პროექტის შესრულებულ ნაწილში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზები სწორდება შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ახალი ფუნქციონალის დამატება ან მოთხოვნების ცვლილება ცალკე სამუშაოდ განიხილება.

ვერ იპოვეთ თქვენთვის საჭირო პასუხი?