ვებსაიტის ღირებულება დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე, დიზაინის სირთულეზე, ფუნქციონალზე, ადმინისტრაციული სისტემის მოთხოვნებსა და საჭირო ინტეგრაციებზე. ფასი მხოლოდ გვერდების რაოდენობით არ განისაზღვრება — მასზე გავლენას ახდენს ასევე ბიზნესლოგიკა, მონაცემთა ბაზა და სხვა ტექნიკური მოთხოვნები, ამიტომ მარტივი საინფორმაციო ვებსაიტი და ინდივიდუალურად შექმნილი ვებ-პლატფორმა მნიშვნელოვნად განსხვავებული პროექტებია. მოთხოვნების გაცნობის შემდეგ ვამზადებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას. იხილეთ სტატია
Webit
ვებ დიზაინი და დეველოპმენტი
Webit არის ვებ დეველოპმენტისა და დიზაინის სტუდია, რომელიც გთავაზობთ ვებსაიტებისა და ვებ-აპლიკაციების შექმნას თქვენი ბიზნესის მიზნებისა და საჭიროებების მიხედვით.
ჩვენ ვაერთიანებთ კრეატიულობასა და სტრატეგიულ ხედვას ვიზუალურად მიმზიდველი, სწრაფი და ფუნქციონალური ციფრული პროდუქტების შესაქმნელად.
თუ გაქვთ ახალი პროექტის იდეა ან გსურთ არსებული პლატფორმის განვითარება, დაგვიკავშირდით - ჩვენ შემოგთავაზებთ შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტას.
დასრულებული პროექტები
ჩვენი გამოცდილება
გაეცანით Webit-ის მიერ ბიზნესებისა და ორგანიზაციებისთვის, სხვადასხვა სექტორში შექმნილ უახლოეს ვებსაიტებსა და ვებაპლიკაციებს.
ქვემოთ წარმოდგენილია ჩვენი ბოლო პერიოდში დასრულებული პროექტების ნაწილი. თითოეული პროექტის დეტალების სანახავად ეწვიეთ Webit-ის პროექტების პორტფოლიოს .
შექმნილი სწორიტექნოლოგიით.
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე და საიმედო ტექნოლოგიურ სტეკს სწრაფი, საიმედო და მასშტაბირებადი ვებსაიტებისა და ვებაპლიკაციების შესაქმნელად.
Laravel
PHP
Livewire
Tailwind
Alpine.js
JavaScript
MySQL
ხშირად დასმული კითხვები.
პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე ჩვენი სერვისების, მუშაობის პროცესისა და ვებ-პროექტების შესახებ.
პროექტის განხორციელების ვადა დამოკიდებულია მის მოცულობასა და სირთულეზე. სამუშაოების დაწყებამდე განვსაზღვრავთ პროექტის ეტაპებს, სამუშაოების მოცულობასა და შეთანხმებულ ვადას.
ვიწყებთ ბრიფინგით, სადაც განვიხილავთ თქვენს მიზნებსა და საჭიროებებს. ამის საფუძველზე იწერება პროექტის ტექნიკური დავალება, რომლის შემკვეთთან საბოლოო დაზუსტების შემდეგ იწყება თავად პროექტზე მუშაობა: UI/UX დიზაინი, დეველოპმენტი, ტესტირება და, ბოლოს, საიტის გაშვება.
დიახ. ჩვენ ვქმნით პროექტზე მორგებულ ადმინისტრაციულ პანელს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ვებსაიტის შინაარსისა და მონაცემების მარტივად მართვა. მართვის სისტემა იგეგმება თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს მომხმარებელთა სხვადასხვა როლებსა და წვდომის უფლებებს.
დიახ. ვახორციელებთ ტექნიკურ SEO ოპტიმიზაციას და ვებსაიტს ვამზადებთ საძიებო სისტემებისთვის უკეთესი ხილვადობის მისაღწევად. ვითვალისწინებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საიტის სტრუქტურა, მეტა მონაცემები, სიჩქარე, მობილური ადაპტაცია და საძიებო სისტემებისთვის ტექნიკური გამართულობა. გარდა ამისა, გთავაზობთ GEO/AEO ოპტიმიზაციასაც — ანუ ვებსაიტისა და კონტენტის მომზადებას თანამედროვე AI ასისტენტებისთვის, როგორიცაა ChatGPT, Perplexity, Gemini და სხვა. იხილეთ მეტი
დიახ. პროექტის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გთავაზობთ უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას (ვადა დამოკიდებულია პროექტზე, როგორც წესი 3–6 თვე). ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია მომსახურების გაგრძელება ცალკე შეთანხმებით: განახლებები, ოპტიმიზაცია, უსაფრთხოების გაუმჯობესება, ახალი ფუნქციონალის დამატება და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებული ტექნიკური ცვლილებები.
ბლოგი
Vibe Coding: როდის არის კარგი არჩევანი და როდის სჯობს CMS ან ინდივიდუალური დეველოპმენტი?
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დღეს შესაძლებელია ვებსაიტის ან ვებაპლიკაციის შექმნა ჩვეულებრივ ენაზე დაწერილი ინსტრუქციების საფუძველზე. ამ მიდგომას Vibe Coding ეწოდება. ის ამცირებს განვითარების დროსა და ტექნიკურ ბარიერს, თუმცა კოდის სწრაფად შექმნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხარისხიანი, უსაფრთხო და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროდუქტის მიღებას.
AI-readiness checklist: 20 რამ, რაც ვებსაიტზე უნდა შეამოწმოთ
ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ ინფორმაციას არა მხოლოდ Google-ში, არამედ ChatGPT-სა და სხვა AI ასისტენტებში. ეს სისტემები ვებსაიტებიდან იღებენ ინფორმაციას, აანალიზებენ და მომხმარებელს მზა პასუხის სახით აწვდიან.
თუ თქვენი ბიზნესი მათთვის გაუგებარია, შეიძლება პასუხში საერთოდ ვერ მოხვდეთ, ან, რაც უარესია, AI-მ თქვენი კომპანია არასწორად აღწეროს.