პროექტი
კოლეჯი ილია - LMS
შესრულებული სამუშაო
ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი კოლეჯისთვის შექმნილი მრავალფუნქციური სასწავლო პროცესის მართვის სისტემა (LMS),.
ვებ გვერდის დეველოპმენტი და დიზაინი (back-end, front-end)
ვებსაიტის დიზაინი, UI/UX
სამართავი პანელი
ძირითადი ფუნქციონალი :
- როლებისა და წვდომების მართვა: მრავალდონიანი არქიტექტურა, რომელიც მიჯნავს უფლებებსა და ფუნქციონალს სამ ძირითად მომხმარებელს შორის: ადმინისტრატორი, მასწავლებელი (ლექტორი) და სტუდენტი.
- პერსონალიზებული პირადი პროფილები: თითოეული მომხმარებლისთვის შექმნილი პირადი სივრცე (Dashboard), სადაც თავმოყრილია ინდივიდუალური აკადემიური, სასწავლო თუ ადმინისტრაციული მონაცემები.
სასწავლო პროცესის მართვა:
- ცხრილები: ლექციებისა და გამოცდების განრიგის ფორმირება და ნახვა ჯგუფების/საგნების მიხედვით.
- დასწრების მოდული: ლექტორს აქვს თავისი ჯგუფების სტუდენტთა დასწრების კონტროლის, ჟურნალის წარმოებისა და სტატუსების („დაესწრო“, „გააცდინა“) აღრიცხვის შესაძლებლობა.
- გამოცდების და შეფასების სისტემა: მხარდაჭერილია როგორც ონლაინ გამოცდების ჩატარება, ისე ადგილზე ჩატარებული გამოცდების შედეგების ციფრული ასახვა, ჩაშენებული ონლაინ ჩატარებული გამოცდების შედეგები ავტომატურად დათვლის სისტემა.
- კურსების მენეჯმენტი და სასწავლო მასალები: ლექტორების მიერ სტუდენტებისთვის საჭირო ლიტერატურის, პრეზენტაციებისა და სხვა სასწავლო მასალების ატვირთვისა და ჯგუფების მიხედვით განაწილების სისტემა.
- შიდა საკომუნიკაციო ჰაბი : მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირისთვის შექმნილი შეტყობინებების სისტემა სტუდენტებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციას შორის.
გამოყენებული ტექნოლოგიები
PHP, html, css, javascript
Laravel framework
Tailwind