გთავაზობთ ვებსაიტების დამზადებას თქვენი კომპანიისათის.
ჩვენ ვაერთიანებთ კრეატიულობას და სტრატეგიულ ხედვას ვიზუალურად მიმზიდველი და ფუნქციონალური ვებსაიტების შესაქმნელად.
თუ გსურთ შექმნათ ახალი ონლაინ პროექტი ან გააუმჯობესოთ უკვე არსებული, დაგვიკავშირდით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენს მიზნებზე მორგებული გადაწყვეტილებები.
ჩვენ ვმართავთ მთელ პროცესს ტექნიკური ამოცანიდან დაწყებული, მოქმედი ვებსაიტის შექმნამდე, და ვართ პასუხისმგებელა საბოლოო შედეგზე.
ვებ დეველოპმენტი
ვქმნით ვებსაიტებსა და ვებ აპლიკაციებს, რომლებიც მორგებულია თქვენი ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებზე — მარტივი კომპანიის საიტებიდან დაწყებული, რთული ფუნქციონალის მქონე პლატფორმებით დამთავრებული.
რას მოიცავს:
- ფრონტ-ენდ და ბექ-ენდ დეველოპმენტი
- მორგებული ადმინისტრაციული პანელი
- დაჯავშნის და გადახდის სისტემების ინტეგრაცია
- სწრაფი ჩატვირთვის დრო და სტაბილური მუშაობა
- კოდი, რომელიც შემდგომი განვითარებისთვის მზადაა
ვებ დიზაინი
ვქმნით დიზაინს, რომელიც ასახავს თქვენი ბიზნესის იდენტობას და ვიზიტორს უადვილებს საიტზე ორიენტირებას. სილამაზე და ფუნქციონალობა — ერთად.
რას მოიცავს:
- თქვენი ბრენდის მიხედვით მორგებული ინდივიდუალური დიზაინი
- თანმიმდევრული ვიზუალური სტილი ყველა გვერდზე
- ადაპტირებული ნებისმიერი ზომის მოწყობილობისთვის
- დიზაინი, რომელიც შემუშავებულია კლიენტთან ურთიერთობის ინსტრუმენტად
UI/UX
ვიზუალურად მიმზიდველი საიტიც კი კარგავს კლიენტებს, თუ ნავიგაცია დამაბნეველია. ვფიქრობთ თითოეული გვერდის სტრუქტურაზე — რათა ვიზიტორმა სწრაფად, ზედმეტი ძებნის გარეშე, იპოვოს ის, რაც სჭირდება.
რა შედის:
- მომხმარებლის მოგზაურობის (user journey) დაგეგმვა
- გვერდის სტრუქტურისა და ნავიგაციის შემუშავება დიზაინის დაწყებამდე
- ტესტირება და მორგება სხვადასხვა მოწყობილობაზე
- კონვერსიაზე ორიენტირებული განლაგება
SEO და ვებსაიტის ოპტიმიზაცია
ვებსაიტი, რომელსაც არ პოულობენ საძიებო სისტემებში, ვერ ასრულებს თავის ფუნქციას. ვმუშაობთ იმაზე, რომ თქვენი საიტი Google-ის ძიების შედეგებში სწორი აუდიტორიისთვის ჩანდეს.
რა შედის:
- ტექნიკური SEO — სტრუქტურა, სიჩქარე, ინდექსირება
- მეტა-მონაცემების და სქემების კონფიგურაცია
- Core Web Vitals-ის გაუმჯობესება