ქართული ბიზნესების ვებგვერდების 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა
09 ივნ 2026

ქართული ბიზნესების ვებგვერდების 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა

ქართული ბაზარი სწრაფად ციფრულდება. ყოველ წელს უამრავი ბიზნესი ქმნის ვებგვერდს — რესტორნები, იურიდიული კომპანიები, სასტუმროები, კლინიკები თუ მაღაზიები. მაგრამ ვებგვერდის „ქონა" და ვებგვერდის „ეფექტურობა" სრულიად განსხვავებული რამეა.

თუ გავაანალიზებთ ვებ გვერდებს. ვნახავთ  რომ ერთი და იგივე შეცდომები მეორდება ყველგან — სასტუმროშიც, სალონშიც და ონლაინ მაღაზიაშიც.   განვიხილოთ ხუთ ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა.


შეცდომა #1: საიტი „ვიტრინაა" და არა — გამყიდველი

ბევრი ქართული ბიზნეს-გვერდი ასე გამოიყურება: ლოგო, მენიუ, „ჩვენს შესახებ", სერვისების სია, კონტაქტი. ყველაფერი ლამაზია, მაგრამ ვიზიტორმა რა უნდა გააკეთოს?

პრობლემა: გვერდი აღწერს ბიზნესს, მაგრამ არ უბიძგებს ვიზიტორს მოქმედებისკენ. არ არსებობს მკაფიო CTA (call-to-action) — ღილაკი, შეთავაზება ან ფორმა, რომელიც ადამიანს შემდეგ ნაბიჯზე გადასვლაში დაეხმარება.

რეალური მაგალითი: კლინიკა, რომელსაც შესანიშნავი სერვისები აქვს, მაგრამ ღილაკი „დაჯავშნეთ ვიზიტი" კონტაქტის გვერდზეა დამალული. შედეგად, ზარებისა და ჯავშნების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესამჩნევი ღილაკის შემთხვევაში იქნებოდა.

გამოსწორება: ყოველ გვერდს ჰქონდეს ერთი მკაფიო მიზანი. მთავარ სათაურს ქვემოთვე განათავსეთ ქმედებისკენ მოწოდება. ნუ დამალავთ ყველაზე მნიშვნელოვან ღილაკებს.


შეცდომა #2: მობილურზე „ნაწილობრივ მუშაობს"

საქართველოში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა წილი 70%-ს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი პოტენციური კლიენტების უმეტესობა საიტს სმარტფონიდან ათვალიერებს.

პრობლემა: ბევრი საიტი ქაღალდზე ადაპტირებულად (responsive) ითვლება, თუმცა მობილურზე გახსნისას მომხმარებელს ჩახლართული ელემენტები, ზედმეტად პატარა ტექსტი ან გადატვირთული ნავიგაცია ხვდება. შედეგად, ვიზიტორი საიტს რამდენიმე წამში ტოვებს.

გამოსწორება: საიტი ყოველთვის ჯერ მობილურ ვერსიაზე შეამოწმეთ და მხოლოდ ამის შემდეგ — კომპიუტერზე. Mobile-first მიდგომა დღეს  გადარჩენის აუცილებელი პირობაა.


შეცდომა #3: ნდობის ელემენტების ნაკლებობა

ადამიანი, რომელიც თქვენს საიტზე პირველად შემოდის, ჯერ კიდევ არ გენდობათ. ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა ქართული საიტების დიდი ნაწილი ამ ფაქტს იგნორირებს.

პრობლემა: საიტზე არ არის კლიენტების შეფასებები (reviews), რეალური ფოტოები, პორტფოლიო ან გუნდის სახეები. მომხმარებელს უჩნდება ეჭვი: „ნამდვილი კომპანიაა საერთოდ?"

გამოსწორება: აუცილებლად დაამატეთ:

  • Google Reviews-ის ინტეგრაცია ან რეალური სკრინშოტები;
  • კლიენტის სახელი და კომპანია (ანონიმური შეფასებები ნდობას არ იწვევს);
  • გუნდის რეალური ფოტოები — ადამიანები ყოველთვის ადამიანებს ენდობიან.

შეცდომა #4: კონტენტი „ყველასთვის" — ანუ არავისთვის

„ჩვენ ვართ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც გთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისებს ხელმისაწვდომ ფასებში."

ეს ბანალური წინადადება ქართული ვებგვერდების 80%-ზე გვხვდება და მომხმარებელს რეალურად არაფერს ეუბნება.

პრობლემა: ბიზნესი ცდილობს ყველას ერთდროულად ესაუბროს, რის გამოც ინდივიდუალური მიდგომა იკარგება. თქვენი სპეციალიზაცია ან კონკრეტული სარგებელი ბუნდოვან ფრაზებში იკარგება.

გამოსწორება: შეცვალეთ ფორმულირება: „ჩვენ ვართ პროფესიონალები" → „ჩვენ ვეხმარებით [კონკრეტულ სეგმენტს] მიაღწიოს [კონკრეტულ შედეგს]". კლიენტი ეძებს საკუთარი პრობლემის გადაჭრის გზას — ნუ ელაპარაკებით მხოლოდ საკუთარ თავზე, ელაპარაკეთ მასზე.


შეცდომა #5: ილუზია, რომ SEO ერთჯერადი საქმეა

ბევრი ბიზნეს-მფლობელს ჰგონია: საიტი ავაშენეთ, SEO „ჩავრთეთ" და Google-ში პირველ ადგილზე ავტომატურად აღმოვჩნდებით. სამწუხაროდ, საძიებო სისტემები ასე არ მუშაობს.

პრობლემა: ქართული საიტების უმრავლესობაში ვხვდებით შემდეგ სურათს:

  • სურათების სახელები ატვირთულია ფორმატით: IMG_3847.jpg;
  • გვერდების სათაურები (Titles) ყველგან იდენტურია;
  • ბლოგი ცარიელია ან ბოლო პოსტი 2 წლის წინ არის გამოქვეყნებული;
  • საიტის ჩატვირთვის სიჩქარე დაბალია.

გამოსწორება: SEO არის მუდმივი პროცესი და არა ერთჯერადი მოქმედება. თვეში თუნდაც ერთი სწორი სტატია, სწორი მეტა-ტეგები და სიჩქარის ოპტიმიზაცია ქმნის კუმულაციურ ეფექტს, რომელიც 6–12 თვეში ხელშესახებ შედეგს მოგიტანთ.


დასკვნა

ეს შეცდომები იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი ცუდია. ეს ნიშნავს, რომ კარგ ბიზნესს ციფრული ინსტრუმენტი ჯერ კიდევ არ მოაქვს მაქსიმალური მოგება.

კარგი სიახლე კი ისაა, რომ ქართულ ბაზარზე ვებგვერდების ხარისხის მხრივ კონკურენცია ჯერ კიდევ დაბალია. ვინც ამ ხარვეზებს ახლავე გამოასწორებს, რამდენიმე თვეში კონკურენტებს შორს ჩამოიტოვებს.

გსურთ გაიგოთ, რომელი შეცდომა გვხვდება თქვენს საიტზე? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ .